ნიკა მელია პოლიტიკური განაჩენის მოლოდინში - "ქართული ოცნება" ჩიხშია

გამოქვეყნდა:

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ერთპარტიული პარლამენტის კიდევ ერთი პოლიტიკური განაჩენის მოლოდინშია, ქართლი ოცნება კი ჩიხშია.

მეოცნებეებმა რამდენიმე დღეში თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს შეუჩერებს, პროკურატურას გზა ეხსნება, რაც მელიასთვის საპატიმრო განაჩენს, ქართლი ოცნებისთვის კი მასშტაბურ საპროტესტო ტალღას და რეპუტაციის სრულ განადგურებას ნიშნავს. 

ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური 3 ნოემბერს მოიხსნა, მაშინ უწყებამ მას 50-დღიანი ვადა მისცა რომ ე.წ კანონდარღვევა 40 ათას ლარიანი გირაოთი გამოესყიდა, ვადა დეკემბერში ამოიწურა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერს თანხა არ გადაუხდია, მაგრამ პროკურატურას მელია 1 თვის შემდეგ, თებერვალში, გაახსენდა.

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი