მამუკა მდინარაძე "გირჩი - მეტი თავისუფლებას" სარჩელს, რომელიც ზურა ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა, მიესალმება. მდინარაძე იმედოვნებს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს
„მივესალმებით ამ ნაბიჯს, იქედან გამომდინარე, რომ მათ არ სჯერათ საერთაშორისო პარტნიორების, გასაგებია, რომ არ სჯერათ „ქართული ოცნების“, არ სჯერათ ჩვენი. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელიც დარწმუნებული ვარ, იგივეს იტყვის" ამბობს მდინარაძე
ზურა ჯაფარიძე მისთვის მანდატის არ შეწყვეტას საკონსტიტუციოში ასაჩივრებს - სიგიჟეა, აიძულო ადამიანს გინდა თუ არა პარლამენტში იმუშავეო - ამბობს ჯაფარიძე.
სარჩელში საუბარია, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 39-ე მუხლს და წინააღმდეგობაში მოდის წარმომადგენლობითი ორგანოს არსთან.