12 დაწესებულება შევამოწმეთ, 9 Pfizer-ის ვაქცინის შესანახ მოთხოვნებს აკმაყოფილებს - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინით ვაქცინაციისთვის 12 დაწესებულება შემოწმდა და აქედან ცხრამ მოთხოვნები დააკმაყოფილა.

"რეგულირების სააგენტომ 12 დაწესებულება შეაფასა და აქედან 9 დაწესებულება აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომ რომელიც დადგენილია Pfizer-ის ვაქცინით ვაქცინაციისთვის, ამ კვირაში უკვე დაიწყება ტრენინგი ამ დაწესებულებებში. დაწესებულებების შერჩევის პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია დაახლოებით 15-მდე დაწესებულება გვქონდეს იდეტიფიცირებული", - თქვა თამარ გაბუნიამ. 

მთავრობა ამბობს, რომ თებერვლის ბოლოს ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა შემოვა. პირველი დოზებით ჯანდაცვის სფეროს მუშაკები აიცრებიან. ცნობილია, რომ Pfizer-ის ვაქცინა  -70-80 გრადუსზე ინახება.

შეგახსენებთ, რომ ამ თემაზე ოპოზიცია ამბობს, რომ მთავრობა უმოქმედოა, რადგან ვაქცინაცია არა მარტო განვითარებულ არამედ განვითარებად ქვეყნებშიც უკვე დაწყებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი