იტალიაში დაწყებული უპრეცენდენტო მასშტაბის სპეცოპერაცია, რომელსაც ხუთი ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურა დიდხანს ამზადებდა, გრძელდება - ამ დრომდე დაკავებული 62 პირიდან 55 ეთნიკურად ქართველია. იტალიაში ჩატარებული სპეცოპერაცია სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცველთა მონაწილეობით, 3 წლის განმავლობაში იგეგმებოდა - სწორედ ეს დრო დასჭირდა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა გაშიფრვასა და მათზე მტკიცებულებების მოპოვებას.
"მათ ჰქონდათ ერთგავრი კოდექსი და ქცევის წესები, მაგალითად, არ ქმნიდნენ ოჯახებს, არ ქორწინდებოდნენ, რათა ამით ყურადღება არ მიეპყროთ და საფრთხის ქვეშ არ დაეყენებინათ ახლობლები, ასევე, სხეულებზე იხატავდნენ ტატუებს და სიმბოლოებს. ისინი რეჯიო ემილიას, ფაქტობრივად, თავიანთ ტერიტორიად მიიჩნევდნენ და აქ მართლაც, გაზრდილი იყო კრიმინალი, რამაც, საბოლოოდ, ორგანიზებული დანაშაულის კვალზე გაგვიყვანა, - ამბობს მედიასთან პროკურორი მარკო მესკოლინი.
მთავარი დაჯგუფება, რომელიც იტალიის ქალაქ რეჯიო ემილიაში მოქმედებდა-ძარცვაში, ქურდობასა და მკვლელობებში მონაწილეობდა. კრიმინალურ სქემაში მეორე დაჯგუფებაც მონაწილეობდა, რომლის მოვალეობა ნაქურდალი ნივთების უკრაინაში გაგზავნა იყო.
ამავე თემაზე: მასშტაბური სპეცოპერაცია - იტალიაში 55 ქართველი დააკავეს