
პოლიტიკოს, ელენე ხოშტარიას განცხადებით, დღეს, 10 თებერვალს ენგურთან, ოკუპანტების მიერ აფხაზეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად აქციას გამართავენ. აქცია 5 საათზე დაიწყება. ამის შესახებ მან პოსტი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
შეგასენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ბებუას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზური დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება. ის აღიარებს, რომ ოკუპანტების სიმბოლიკა ნამდვილად დაწვა, თუმცა ხელყუმბარების ფლობას უარყოფს.
ცნობისთვის, ბებუას ოჯახმაც მისი გათავისუფლება და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა ითხოვა. დაპატიმრებულის ახლობლები ამბობენ, რომ მას არაერთი მძიმე დაავადება აქვს, რის გამოც არ გამორიცხავენ, რომ ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება.