კრიმინალური დაჯგუფების 35 წევრი იძებნება - იტალიაში ქართველების დაკავების დეტალები

გამოქვეყნდა:

არ დასტურდება ინფორმაცია, რომ იტალიაში, მასშტაბური სპეცოპერაციის დროს დაკავებული 55 ქართველიდან ერთ-ერთი კონსტანტინე მიროტაძეა, თუმცა რესტორნის მფლობელი ამბობს, რომ ის ნამდვილად მუშაობდა ბოლონიაში, საკვები ობიექტის მომარაგების სამსახურში. 

აქვე გეტყვით, რომ ეს სწორედ ის რესტორანშია, სადაც კრიმინალური დაჯგუფების წევრები თავშეყრისთვის იკრიბებოდნენ. 

"როგორც თქვენ გაიგეთ სპეცოპერაციის შესახებ, ისე გავიგე მეც გუშინ, მიროტაძე აქ მომარაგებაში მუშაობდა", - ამბობს რესტორნის მფლობელი.

თავის მხრივ, ცნობები ოთარ გიგიაძის დაკავებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აღმოჩნდა.

ცნობისთვის, იტალიაში ჩატარებულ სპეცოპერაციას 5 ქვეყნის სამართალდამცველები 3 წლის განმავლობაში გეგმავდნენ. სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად დაწყებული სპეცოპერაციის დროს 65 ადამიანი დააკავეს, აქედან 55 - ქართველია. საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს შსს-მაც. 

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი