
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინათინ ბოკუჩავა, რესპუბლიკური პარტიის განცხადებაზე - ხელისუფლების მიერ უბარიერო საარჩევნო სისტემის დაარეგისტრირების შემთხვევაში კენჭრისყრაში მონაწილეობის თაობაზე - ამბობს, რომ "ენმ"-მ მათი პოზიცია არ იცოდა.
"სიურპრიზი იყო... ხათუნა სამნიძესთან ვისაუბრე შემდეგ პეროსნალურად და მითხრა, რომ დამატებით სხვადასხვა ეთერის მეშვეობით განმარტავდა. არ მგონია, რომ პარტიასთან შეთანხმების გარეშე, როდესაც ორი მანდატი აქვთ, ეს გაეკეთებინათ... ის, რომ ჩვენთან არ შეთანხმებულან, როგორც მინიმუმ, დისკომფორტის მომგვრელია. ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივები, სენსიტიურ დროს, როცა "ოცნება" ჩამოკიდებულია იმაზე, რომ ვინმე შეიყვანოს პარლამენტში, არ მგონია, რომ პროცესის ინტერესშია", - ამბობს ბოკუჩავა "დღის სტუმარში".
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, "ენმ"-სთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად კოალიციაში "ძალა ერთობაშია-გაერთიანებული ოპოზიცია" შედიოდა.
ამავე თემაზე: