პოლიტიკურად მოტივირებული და სამართლებრივი ჩარჩოდან გასული საქმეა, - ასე აფასებს ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი გირაოს არგადახდასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებებსა და "ოცნების" მუქარას მელიას მისამართით.
"ვერავინ შეიტანს გირაოს თანხას, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი არ წარადგენს პროკურატურის მიერ გაცემულ სპეციალურ რეკვიზიტებს, ეს რეკვიზიტები ვერ უნდა აღმოჩნდეს მესამე პირის ხელში. თუკი აღმოჩნდება, გავარკვევთ და ეს იქნება ცალსახად ხელისუფლების გაკეთებული ნაბიჯი", - აცხადებს გიორგი კონდახიშვილი.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ნიკა მელიას საქმის ირგვლივ სამართლებრივი დისკუსია არასწორია, ვინაიდან აღნიშნული ამბავი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის, პროკურატურის მეირ მიცემული ვადა ხვალ იწურება. მელიას პოზიცია უცვლელია
"თავის თავზეა დამოკიდებული, იქნება ციხეში თუ გარეთ" - კახა კალაძე ნიკა მელიაზე
მეორედ თუ გადავიხდი, ხვალ მესამედ მომთხოვენ, ზეგ მეოთხედ... - ნიკა მელია