გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციაზე "მოქმედების დროა" აქტივისტები დააკავეს. "მოძრაობა საქართველოსათვის"  წევრები ამბობენ, რომ პოლიცია სისასტიკით გამოირჩეოდა, თუმცა ისინი აქციებს კვლავ გააგრძელებენ.

"სასტიკ დანაშაულებზე რეაგირების არ მოხდენა იმართება "ქართული ოცნების" ოფისიდან და მივედით გასაპროტესტებლად, გავაკეთეთ წარწერები – სისტემა კლავს, ამის გამო დაგვაკავეს. გუშინ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ პოლიციელები ჩვენს მიმართ და იმის მაგივრად რომ კრიმინალს სდიონ და საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანებს მიუჩინონ თავიანთი ადგილი, ჩვენ დაგვსდევენ და ჩვენზე ახდენენ ზეწოლას.

 უფრო მეტნი ვიქნებით ხვალ ზეგ და მერე სად წავლენ, აქ ხომ არ მთავრდება, სისხლით მოვიდნენ და სისხლით მიდიან" – ამბობს "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრი რუსკა მჭედლიძე

აქტივისტები ამბობენ, რომ მათ დაკავებაში რეგიონიდან ჩამოყვანილი პოლიციელებიც მონაწილეობდნენ.

"იყვნენ სასტიკად აგრესიულები, და ჩვენ შევნიშნეთ და ეს ახალი ტენდენტცია გაჩნდა თბილისში, რომ იყვნენ რეგიონიდან ჩამოსული პოლიციელები, როგორც რიგითები ისე მაღალჩინოსნები" – ამბობს მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი კახა კვეკვესკირი

"ქართული ოცნების" ოფისთან, აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს – მათი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

სამოქალაქო აქტივისტები მსვლელობით აპროტესტებდნენ 14 წლის გოგოს შესაძლო გაუპატიურებას, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ისინი ამ ფაქტის გულგრილობისთვის შს მინისტრის გადაგომასაც ითხოვენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი