რაგბის კავშირის არჩეული პრეზიდენტის ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერმა სარაგბო კლუბებმა დიპლომატიური კორპუსს მიმართეს.
აშშ–ის, იტალიის, საფრანგეთის და ბრიტანეთის საელჩოსთვის გაგზავნილ წერილში, სარაგბო კლუბებმა ელჩებს დეტალურად გააცნეს რაგბის კავშირის ბოლოდროინდელი მოვლენები. მათ იმედი აქვთ რომ დიპლომატიური კორპუსი სამართლის აღსრულებაში დაეხმარებათ.
სარაგბო კლუბების განცხადებით, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, ირაკლი კობახიძის მამა გივი ჭიჭინაძე და მიხეილ ჩხენკელი ქართულ რაგბში შანტაჟითა და დაშინებით ერევიან.
ხელისუფლების წარმომადგენლები სპორტში ჩარევას უარყოფენ და ამბობენ, რომ მსგავსი რამ 2012 წლის შემდეგ არ მომხდარა.
მორაგბეები ხუთშაბათს მთავრობის კანცელარიასთან ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავენ.
ამავე თემაზე: