ჯილ ბაიდენმა თეთრი სახლის ეზო საგანგებოდ ვალენტინობის დღისთვის გულებით მორთო

გამოქვეყნდა:

დღეს თეთრი სახლის ეზო აშშ–ის პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა საგანგებოდ ვალენტინობისთვის ფერადი გულებით მორთო.

ყველა გულს, რომელიც თეთრი სახლის ეზოს 14 თებერვლის ჩათვლით დაამშვენებს სპეციალური წარწერა აქვს  – "ერთიანობა, სიკეთე, ჯანმრთელობა, თანაგრძნობა, გამბედაობა" – ასეთ მესიჯებს უგზავნის პირველი ლედი ამერიკელ ხალხს. "იმედი მაქვს ეს თქვენს სულებს აამაღლებს" – ამბობს ჯილ ბაიდენი.

"როგორც იცით, პირველი ლედი ცნობილია თავისი იუმორის გრძნობით, სურპრიზების სიყვარულით, ტრადიციული დღესასწაულების აღნიშვნით, განსაკუთრებით მის ოჯახთან, ვალენტინობის დღე მას ყველაზე მეტად უყვარს" – თქვა ჯილ ბაიდენის პრესსპიკერმა

მორთული თეთრი სახლის ეზო, პირველ ლედისთან ერთად ჯო ბაიდენმაც დაათვალიერა.

 პირველმა ლედიმ ეზოს მორთვასა და გულების მოხატვაზე საკუთარი ხელებით იზრუნა.

ჯილ ბაიდენმა ვალენტინობის დღეს თავი ამერიკელებს 2009 წელსაც დაამახსოვრა, როცა მან როგორც მეორე ლედიმ, ვიცე–პრეზიდენტის ოფისის ფანჯრები წითელი გულებით მოხატა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი