პროკურატურა ნიკა მელიას დაკავებას ითხოვს - "ოცნების" პარლამენტი ემზადება

გამოქვეყნდა:

"ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარემ პროკურატურისგან უკვე მიიღო ოფიციალური მიმართვა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

არჩილ თალაკვაძეს შოთაძის უწყებამ გირაოს გადახდის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე მიმართა. პროკურატურის მიმართვას კი მელიას კიდევ ერთი საგანეგებო განცხადება მოჰყვა.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მზად არის წავიდეს ციხეში, ვიდრე ოლიგარქიული რეჟიმის უკანონობას დაემორჩილოს.

ოცნებაში ამტკიცებენ რომ პროცედურების შესაბამისად იმსჯელებენ და ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილებას მომავალ კვირაში შეუწყვეტენ.

ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა უარი რამდენიმე დღის წინ უთხრა. ახლა კი მანდატის შეჩერების საკითხზე ოცნების 90-მა დეპუტატმა ხელახლა, მომავალ კვირას უნდა იმსჯელოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი