გახელაძის ოჯახი სხვილოს ციხესთან აქციას არ უერთდება, გატაცების ადგილზე კი სამართალდამცველთა მობილიზებაა

გამოქვეყნდა:

სხვილოს ციხესთან, სადაც ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად აქციას ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია" მართავს, სამართალდამცველთა მობილიზებაა. 

აქციის მონაწილეები თბილისიდან სხვილოს ციხისკენ, კოლონით მიემართებიან, ხოლო ზაზა გახელაძის ოჯახში აცხადებენ, რომ ამ აქციას არ უერთდებიან. ოჯახის წევრების თქმით, მათ ხელისუფლების იმედი აქვთ და თუ აქციის გამართვას დააპირებენ, "ამას ოჯახი მარტო გააკეთებს, პოლიტიკური ხასიათის მიცემის გარეშე". 

"ჩვენთვის ცნობილია, რომ აქცია ტარდება, მაგრამ ოჯახი მას არ უერთდება. გვაქვს იმედი, რომ ხელისუფლება იმოქმედებს ზაზას გასათავისუფლებლად, თუ აქციის ჩატარებას გადავწყვეტთ, ამას ჩვენ თვითონ გავაკეთებთ, ოჯახი, სხვების გარეშე", - ამბობს ირმა ბუთხუზი, ზაზა გახელაძის ცოლი. 

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში, რუსმა ოკუპანტებმა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვილოს ციხესთან, სოფელ ქვემო ჭალაში ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. 5 თებერვალს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

აქვე გეტყვით, რომ ზაზა გახელაძესთან ერთად, ამ დრომდე უკანონო ტყვეობაში რჩებიან ცხინვალში გენადი ბესტაევი, ლაშა ხეთერელი და რამაზ ბეღელური, ხოლო სოხუმში ირაკლი ბებუა. დღევანდელ აქციაზე მათაც მხარდაჭერას გამოუცხადებენ. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი