არანაირი პოლიტიკური აქტივობა არ არის ინდულგენცია - ნათია თურნავა ნიკა მელიაზე

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არანაირი პოლიტიკური აქტივობა არაა ინდულგენცია. 

"უნდა ვისწავლოთ და არ ავრიოთ ერთმანეთში პოლიტიკური პროცესი და მართლმსაჯულება. მართლმსაჯულებას აქვს თავისი წესები, სასამართლო მიმდინარეობს და სასამართლო თავის გადაწყვეტილებას გამოიტანს. არანაირი პოლიტიკური აქტივობა არ არის ინდულგენცია, არცერთ ჩვენთაგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან", - თქვა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პარლამენტს უკვე მიმართა, უწყება ნიკა მელიას წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

რაც შეეხება ნიკა მელიას, ის ამბობს, რომ მზადაა ციხეში წავიდეს, თუმცა "ქართული ოცნების" მართლმსაჯულებას არ დაემორჩილება. ნიკა მელია ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის.

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი