მორიგი თავდასხმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრზე. მაშინ, როდესაც აზერ სულეიმანოვის ოჯახის წევრებს სახლში ეძინათ, თავდამსხმელებმა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ეზოს ინვენტარი და რელიგიური ნივთები წაიღეს.
შემთხვევა კომენდანტი საათის დასრულებამდე მოხდა.
"მესამე დღეა ზედიზედ მოდიან. მოპარულია, ძველი რელიგური ნივთები. ეზოს ინვენტარი სილამაზისთვის იყო. საქმე ამაში არ არის. პოლიცია იყო, მაგრამ უპასუხისმგებლობაა მათი მხრიდან, იციან, რომ საქმე არ გაიხსნება",- აცხადებს აზერ სულეიმანოვი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი ქველაძის განცხადებით, საქართველოში 90-იანი წლები დაბრუნდა. მისივე თქმით, მარნეულში მსგავსი შემთხვევები ყოველ ღამე ხდება.
ცნობისთვის, აზერ სულეიმანოვი "ოცნების" ხელისუფლების პირობებში თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.
მუქარა, შანტაჟი, მოსყიდვა - აზერ სულეიმანოვი მარნეულის არჩევნებზე