ზაზა გახელაძის მხარდამჭერ აქციას სხვილოს ციხესთან, გატაცებულის თანასოფლელებიც შეუერთდნენ

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თანასოფლელები სხვილოს ციხესთან, ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" მიერ მოწყობილ აქციაზე შეიკრიბნენ. 

მასშტაბურ აქციაში, რომელიც თბილისიდან ავტომანქანების კოლონის მსვლელობით დაიწყო და სწორედ იქ დასრულდა, საიდანაც ზაზა გახელაძე ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს, მონაწილეობა მიიღეს ზაზა გახელაძის მშობლიური სოფლის მცხოვრებლებმაც. 

აქციაზე, გატაცებულთა მიმართ სოლიდარობის მიზნით, ოკუპანტების მიერ გატაცებული და საზოგადოების ზეწოლის შემდეგ გათავისუფლებული ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლიც იმყოფებოდა. 

აქციის ორგანიზატორი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ სხვილოს ციხესთან საქართველოს იმ ხუთივე მოქალაქის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომლებიც ამჟამად საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში იმყოფებიან. 

დღევანდელ აქციაში მონაწილეობა არ მიუღიათ თავად ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს, მათ განაცხადეს, რომ არ თავიანთ ქმედებებს პოლიტიკურ ელფერს არ მისცემენ და თუ აქცია "საჭირო გახდება", ამას ოჯახი სხვებთან შეერთების გარეშე გააკეთებს.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში, რუსმა ოკუპანტებმა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვილოს ციხესთან, სოფელ ქვემო ჭალაში ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. 5 თებერვალს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

აქვე გეტყვით, რომ ზაზა გახელაძესთან ერთად, ამ დრომდე უკანონო ტყვეობაში რჩებიან ცხინვალში გენადი ბესტაევი, ლაშა ხეთერელი და რამაზ ბეღელური, ხოლო სოხუმში ირაკლი ბებუა. დღევანდელ აქციაზე მათაც მხარდაჭერას გამოუცხადებენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი