
"ქართული ოცნების" ოფისთან გუშინ მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულ „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრ კახაბერ კვეკვესკირს 1 100 - ლარიანი, ხოლო დავით დიღმელაშვილი 1 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.
აქტივისტები მას შემდეგ დააკავეს, რაც იქ შეკრებილები უმრავლესობის სხდომიდან გამოსულ თბილისის მერს შეძახილით "მონა!" შეხვდნენ.
გუშინ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად მისული აქტივისტები სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე აცხადებენ, რომ ჯარიმა უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, რადგან მათ ქალაქის მერისთვის მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდნენ, არადა მათივე განცხადებით, იქ ბილწსიტყვაობას ადგილი არ ჰქონიაო.
ამავე თემაზე:
"ოცნების" ოფისთან აქტივისტები თბილისის მერს შეძახილით "მონა" შეხვდნენ - ორი პირი დააკავეს