41 წლის გავხდი, შემრცხვება ჩემი შვილის, თუ ოდნავ მაინც შეეპარა ეჭვი რომ სადღაც, ვიღაცის შემეშინდა - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

ძალიან მდგრადი ვარ ემოციებში და მყარი გადაწყვეტილებებში. არ მეშინია - ამბობს ნიკა მელია "მთავარ აქცენტებში" საუბრისას. 

რა მოლოდინი აქვს ენმ-ს ლიდერს ხელისუფლებისგან? ამ თემაზე საუბრისას მელია ამბობს, რომ ის არა კანონის უზენაესობას, არამედ პოლიტიკური ნიშნით მოტივირებულ, ფარცხალაძის მართული პროკურატურის უკანონო გადაწყვეტილებას არ ემორჩილება  

მე უკვე გავხდი 41 წლის. შემრცხვება ჩემი შვილის, სანდრო მელიასი 20-30 წლის შემდეგ, თუ ოდნავ მაინც შეეპარა ეჭვი რომ მე სადღაც ვიღაცის შემეშინდა - ამბობს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, ნიკა მელიამ პროკურატურის მიერ, ხელმეორედ დაკისრებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც შოთაძის უწყება მის დაპატიმრებას ითხოვს.

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი მელიასათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას აპირებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი