სარაგბო კლუბების წარმომადგენლები ხუთშაბათს კანცელარიასთან აქციას გამართავენ

გამოქვეყნდა:

სარაგბო კლუბების წარმომადგენლები ხუთშაბათს, 18 თებერვალს კანცელარიასთან აქციას აანონსებენ. ისინი რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ სარაგბო სამყარო პოლიტიკური გარჩევების მსხვერპლი აღმჩნდა. 

ისინი მოსყიდვის მცდელობებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის გამოსავლენად ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. 

"შეიქმა ქვორუმი, ჩატარდა არჩევნები სრულიად ლეგიტიმურად, ისუტიციის სამინისტროს მიერ გამოგზავნილმა ნოტარისუმა დაადეკლარირა ყველაფერი, როგორც წესი იყო. ამ ამბავს ესე არ დავტოვებთ, ბოლომდე ვაწვებით, მივდივართ სიმართლისკენ, უნდა გავაშიშვლეოთ ყველა ადამიანი, ყველა ინსტიტუტი ვინც ამაში მონაწილეობდა", - თქვა "ლოკომოტივის" წარმომადგენელმა, ბუბა კვინიხიძემ.

შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძის კანდიდატურა მეორედ დაახარვეზა. რაგბის კავშირის არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ უკანონობას არ შეეგუება და ბოლომდე იბრძოლებს. აბუსერიძის მხარდამჭერებმა საკითხთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსსაც მიმართეს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი