არანაირი თანხა არ არის ჩარიცხული - პროკურორი მელიას გირაოზე

გამოქვეყნდა:

იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის კითხვის საპასუხოდ, ხომ არ მომხდარა ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდა ვინმეს მიერ, პროკურორმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, ანგარიშზე თანხა არ არის ჩარიცხული.

"გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს აღსრულების ეროვნული ბიუროდან, დოკუმენტალურად დადასტურებული, ნიკა მელიას სასარგებლოდ, მის მიერ ან მისი სახელით, გირაოს ოდენობით განსაზღვრული თანხის ისევე, როგორც მისი ნაწილის გადახდა არ მომხდარა. ამ წუთის მდგომარეობით, არანაირი თანხა ანგარიშზე მის სასარგებლოდ არ არის ჩარიცხული",- განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების პროცედურებს იწყებს. ამ წუთებში პარლამენტში პროკურატურის წარმომადგენელს უსმენენ, რომელიც დაპატიმრების მოთხოვნას ასაბუთებს. 

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ამ დრომდე ამაოდ ელოდებიან საშვის დაშვებას ნიკა მელიას ადვოკატები, ხოლო სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან საოკუპაციო მავთულხლართი მიიტანეს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ამ გზით აპროტესტებენ. 

შესაძლო პატიმრობის განხილვას, ნიკა მელია პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს

ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა - პროკურორი ნიკა მელიაზე

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობა არ გასცეს

რუს ოკუპანტებს რატომ არ ეჭიდავები საოკუპაციო ხაზთან? - აქტივისტი პოლიციელს, პარლამენტთან

ნიკა მელიას ადვოკატებზე საშვი არ დაუშვეს - "ნარატივი, რომ გირაო არ გადაიხადა, სიცრუეა"

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი