ვინც გირაოს გადაიხდის, ის იქნება ივანიშვილის სპეცსამსახურის ნების შემსრულებელი - მელია

გამოქვეყნდა:

"ის იქნება ბიძინა ივანიშვილის სპეცსამსახურის ნება-სურვილის შემსრულებელი" - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარე, ნიკა მელია ჟურნალისტების შეკითხვას, გადაიხდის თუ არა ვინმე მის გირაოს.

"რამდენს იცნობთ, რომ 40 000 ლარი აქვს. ის იქნება ჩვეულებრივი, სახელმწიფო უსაფრთხოების არა, ბიძინა ივანიშვილის სპეცსამსახური, სუს-ის ნება-სურვილის შემსრულებელი",-თქვა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ უნიკალური კოდი მხოლოდ აჩქარებს გირაოს გადახდის პროცესს და რომ 21-ე საუკუნეში ნებისმიერ ანგარიშზე შეიძლება თანხის გადახდა, თუ იცი ანგარიში და მფლობელი. 

ამის საპასუხოდ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა Facebook-ზე დაწერა, რომ გირაოს გადახდა უნიკალური კოდის გარეშე ტყუილია.

საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. 

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ამ დრომდე ამაოდ ელოდებიან საშვის დაშვებას ნიკა მელიას ადვოკატები, ხოლო სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან საოკუპაციო მავთულხლართი მიიტანეს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ამ გზით აპროტესტებენ. 

შესაძლო პატიმრობის განხილვას, ნიკა მელია პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს

ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა - პროკურორი ნიკა მელიაზე

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობა არ გასცეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი