გირაოს გადახდა უნიკალური კოდის გარეშე, არის ტყუილი - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პროკურორის დღევანდელ განცხადებას უნიკალურ კოდთან დაკავშირებით, სიცრუეს უწოდებს. ნიკა გვარამიამ სტატუსი "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა. 

"გირაოს გადახდა უნიკალური კოდის გარეშე - არის ტყუილი. 

გირაოს დამძიმება გირაოთი - არის ტყუილი.

ბრალდებულის უფლებაა, ბრალდების არაღიარების ფორმად გამოიყენოს ნებისმიერი ქმედება, მათ შორის გირაოს გადახდაზე უარის თქმა (ეს რომ პატიმრობას გამოიწვევს, მისი არჩევანია და პროტესტის ფორმა მისი აზრით უკანონო ბრალის წინააღმდეგ). ეს უფლებაა სწორედ მისთვის გარანტირებული უნიკალური კოდით, ანუ მექანიზმით, გირაო გადახდილ იქნეს მხოლოდ მის მიერ ან მისი უშუალო და ექსკლუზიური თანხმობით, და არა ვინმე "კეთილის მსურველის" მიერ მისი ნების გარეშე ან მისი ნების საწინააღმდეგოდ.

მოკლედ, რასაც ვუყურებ, ქოცებმა ჩაისვარეს და მთელი ორი საათია აპრავებენ მელიასთვის მისი თანხმობის გარეშე, მეტიც, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გირაოს გადახდას მესამე პირის მიერ, და ასევე გირაოს დამძიმებას სასამართლოს მიერ კიდევ უფრო დიდი გირაოთი (უკვე მესამედ.

მართალი აღმოჩნდა - ვერ დაიჭერთ "- წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების პროცედურებს იწყებს. ამ წუთებში პარლამენტში პროკურატურის წარმომადგენელს უსმენენ, რომელიც დაპატიმრების მოთხოვნას ასაბუთებს. 

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ამ დრომდე ამაოდ ელოდებიან საშვის დაშვებას ნიკა მელიას ადვოკატები, ხოლო სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან საოკუპაციო მავთულხლართი მიიტანეს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ამ გზით აპროტესტებენ. 

კოდი მხოლოდ აჩქარებს გირაოს გადახდას - პროკურორის განმარტება

შესაძლო პატიმრობის განხილვას, ნიკა მელია პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს

ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა - პროკურორი ნიკა მელიაზე

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობა არ გასცეს

რუს ოკუპანტებს რატომ არ ეჭიდავები საოკუპაციო ხაზთან? - აქტივისტი პოლიციელს, პარლამენტთან

ნიკა მელიას ადვოკატებზე საშვი არ დაუშვეს - "ნარატივი, რომ გირაო არ გადაიხადა, სიცრუეა"

კონსტიტუცია არ იცავს ამ ინტერესებს, ვისი გამეტება შეიძლება პატიმრობისთვის და ვისი არა - პროკურორი

 

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი