
"ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარემ, ნიკა მელიამ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ "ოცნების" მონების მიერ ხალხის თითქსოდა გასამართლებას არ შეეგუებიან და აქვე ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს მიმართა.
"ძალიან ლეგიტიმური კითხვაა, ერთი რაუნდი, ორი რაუნდი, სამი რაუნდი, ოთხი რაუნდი, ოპოზიციას გვთხოვდა პარლამენტში შესვლას და დავუშვათ, რომ შევსულიყავით, ახლა მე გავსამართლდებოდი. რა თქმა უნდა, არა, რადგან ვისი ინტერესის სფეროში ვიქნებოდი. მონებს არ აქცევენ ყურადღებას, ღილაკის მიჭერისთვის სჭირდებათ",- განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ უნიკალური კოდი მხოლოდ აჩქარებს გირაოს გადახდის პროცესს და რომ 21-ე საუკუნეში ნებისმიერ ანგარიშზე შეიძლება თანხის გადახდა, თუ იცი ანგარიში და მფლობელი.
ამის საპასუხოდ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა Facebook-ზე დაწერა, რომ გირაოს გადახდა უნიკალური კოდის გარეშე ტყუილია.
საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან ამ დრომდე ამაოდ ელოდებიან საშვის დაშვებას ნიკა მელიას ადვოკატები, ხოლო სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან საოკუპაციო მავთულხლართი მიიტანეს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ამ გზით აპროტესტებენ.
შესაძლო პატიმრობის განხილვას, ნიკა მელია პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს
ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა - პროკურორი ნიკა მელიაზე
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობა არ გასცეს