მოგმართავთ წინადადებით მიიღოთ გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გირაოს უფრო მკაცრი აღმკვეთი ღონისძიებით პატიმრობის შეცვლით სასამართლოს შუამდგომლობის შესახებ, - ამის შესახებ პროკურორმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ახლა სხვა საკანონმდებლო ალტერნატივა არ არსებობს.
"გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობით მიმართვა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია".- აცხადებს პროკურორი.
შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
შესაძლო პატიმრობის განხილვას, ნიკა მელია პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს
ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა - პროკურორი ნიკა მელიაზე
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობა არ გასცეს
რუს ოკუპანტებს რატომ არ ეჭიდავები საოკუპაციო ხაზთან? - აქტივისტი პოლიციელს, პარლამენტთან
ნიკა მელიას ადვოკატებზე საშვი არ დაუშვეს - "ნარატივი, რომ გირაო არ გადაიხადა, სიცრუეა"