ნიკა მელიას საქმის პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დაჩქარებულ რეჟიმში, უკვე მიმართა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით.
პროკურორმა შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოში შეიტანა, თუმცა როდის ჩაინიშნება პროცესი ჯერ უცნობია. როგორც შოთაძის წარმომადგენელი ამბობს, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და ამისთვის მას 24 საათიანი ვადა აქვს - "შეიძლება ჩაინიშნოს დღეს, შეიძლება ხვალ" - ამბობს საქმის პროკურორი.
შეგახსენებთ, "ოცნების" 88 დეპუტატმა მელიასთვის მანდატის გაუქმებას მხარი ცოტა ხნის წინ დაუჭირა.
ვინ (არ) დაუჭირა მხარი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას - სრული სია