"ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მივიდა. მისი თქმით, ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებს და სამართლიანობას იცავს. მისი თქმით, ჩვენი სამშობლო ვერ გახდება ბიძინა ივანიშვილის ბოსტანი.
"კი, სიმბოლურია ჩემი აქ მოსვლა, ნამდვილად ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ნაციონალური მოძრაობის ოფისში შემოვიდოდი და ორმაგად, არ მინდა რაღაც დრამატიზება გავუკეთო, მაგრამ არაა მარტივი, თუნდაც იმიტომ, რომ აქ მომიწია მოსვლა უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად", - თქვა ნინო ბურჯანაძემ.
მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, რომ ყველა იმედი, რაც მასთან იყო დაკავშირებული ფეხქვეშ გათელა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მეორედ შეწყვეტას მხარი დაუჭირა. პროკურატურა აპირებს, რომ სასამართლოს დღესვე მიმართოს. ამავე თემაზე: