არასამთავრობო ორგანიზაციებს "ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოს მიუკერძოებლობის იმედი არ აქვთ.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას საქმის მოსამართლესთან დაკავშირებით, გარკვეული კითხვები არსებობს.
"არიან გარკვეული მოსამართლეები, რომლებიც კლანში არ მოიზარებიან პირდაპირ, მაგრამ შეასრულებენ მათ დავალებებს. კლანში ლიდერებში ნინო ჩახნაშვილს ვერ ვხედავ, მაგრამ თუ მას დავალებებს მისცემენ, არ არის გამორიცხული, რომ მან ეს შეასრულოს. მისი საქმიანობა გარკვეულ კითხვებს აჩენს",- აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.
ამავე თემაზე: