მაღალია ტემპერატურა და მე მეშინია, რომ უფრო გამწვავდეს პოლარიზაცია, - ამ განცხადებით გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი, კარლ ჰარცელი ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს.
კარლ ჰარცელი მხარეებს მოუწოდებს კონკრეტული ნაბიჯები გადადგან იმისთვის, რომ არსებული ვითარება კიდევ უფრო არ გამწვავდეს.
"ამ შემთხვევაში ორი საკითხი მინდა წინ წამოვწიო, ერთია სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობისა და უპატივცემლობის ფაქტორი და მეორე პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. ეს ორი ფაქტორი ერთად დამანგრეველი კომბინაციაა. ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის სახიფათო ტრაექტორიაა. მოვუწოდებ მხარეებს, რომ გააკეთონ განცხადებები, გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გამწვავდეს არსებული ვითარება“, - აღნიშნა ჰარცელმა.
ელჩი სასამართლო პროცესის დამთავრებამდე, კონკრეტული შეფასებისგან თავს იკავებს. ამასთან, ვერც მეხუთე რაუნდის ჩატარების შესაძლო თარიღს ასახელებს. თუმცა, კარლ ჰარცელი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობა მოლაპარაკების თარიღს კიდევ უფრო გადადებს.
ეყოლება თუ არა საქართველოს კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი და დააკამყოფილებს თუ არა ნინო ჩახნაშვილი პროკურატურის მოთხოვნას, რამდენიმე საათში გაირკვევა. მანამდე ცნობილია, რომ პოლიტიკურად დევნილი ნიკა მელია სასამართლო პორცესს არ დაესწრება.
ნიკა მელიასთვის სოლიდარობისა და მხარდასაჭერად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები იკრიბებიან.
ამავე თემაზე:
ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ დაესწრება
დასავლეთს ექნება უმკაცრესი რეაგირება - ექსპერტების შეფასება მელიას შესაძლო დაკავებაზე
თუ საქართველოს სურს, უფრო დაუახლოვდეს დასავლეთს, უნდა შეწყვიტოს ოპოზიციის დაპატიმრება - პავილიონისი
იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც კლანი უბრძანებს - არასამთავრობოები მელიას მოსამართლეზე
ერთპარტიული პარლამენტის აჩრდილი აედევნა საქართველოს - იან კელი მელიას საქმეზე
ვინ (არ) დაუჭირა მხარი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას - სრული სია