
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას საქმეზე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. სააკაშვილი ივანიშვილს მოუწოდებს, რომ ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება არ მიიღოს, ვინაიდან, მისი თქმით, ეს არჩევანი პირადად ივანიშვილისთვის არასწორი იქნება.
"დამთავრდა ის დრო, როცა უპრაგონოდ იჭერდი ხან ვაშლის თლაზე, ხან კოსტუმებზე, ხან სხვა ათასგვარ სისულელეზე. არავის ამისი აღარ სჯერა. ტყუილად გგონია, რომ ახლა ვიღაც ამაზე თვალებს ხუჭავს. ძალიან მალე, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დადგება ფეხზე და არა მხოლოდ სანქციები არ აგცდება, არ აგცდება, შენ პირადად სისხლის სამართლის საქმეები.
ამიტომ არჩევანი გაქვს, ცუდსა და უარესს შორის. ჩემი არამეგობრული, მაგრამ დაჟინებითი რჩევა: ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ არ დაჭერის გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უარესი პირადად შენთვის. ახლა უკვე აღარ შეგრჩება, ამის გარანტიას გაძლევ. ეს საკითხი არის ის, რაც ერთ-ერთი ბოლო წერტილი იქნება, ამის შემდეგ დაბრუნება არის სრულიად შეუძლებელი. ასე, რომ ჭკუით იყავი, მაინც ვერაფერს დაგვაკლებ, ქართველი ხალხი მაინც გაიმარჯვებს",-თქვა სააკაშვილმა.
ნიკა მელიასთვის სოლიდარობისა და მხარდასაჭერად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები იკრიბებიან.
ამავე თემაზე:
ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ დაესწრება
დასავლეთს ექნება უმკაცრესი რეაგირება - ექსპერტების შეფასება მელიას შესაძლო დაკავებაზე
თუ საქართველოს სურს, უფრო დაუახლოვდეს დასავლეთს, უნდა შეწყვიტოს ოპოზიციის დაპატიმრება - პავილიონისი
იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც კლანი უბრძანებს - არასამთავრობოები მელიას მოსამართლეზე
ერთპარტიული პარლამენტის აჩრდილი აედევნა საქართველოს - იან კელი მელიას საქმეზე
ვინ (არ) დაუჭირა მხარი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას - სრული სია