
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის "მონების" მხრიდან ოლიგარქის ხვალიდელი დაბადების დღის საჩუქარია.
"ხვალ დაბადების დღე აქვს ბიძინა ივანიშვილს და მისმა მონებმა, შნირებმა გადაწყვიტეს, მიართვან მელიას თავი საჩუქრად ბატონს და ამითი დაამტკიცონ ერთგულება ყრმობა",- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს მოუწოდებს, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება არ მიიღოს, ვინაიდან, მისი თქმით, ეს არჩევანი პირადად ივანიშვილისთვის არასწორი იქნება.
ცნობისთვის, ყველა ტელევიზიას, რომელსაც მიმართული ჰქონდა სხდომის ვიდეოგადაღების მოთხოვნით, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა თანხმობა მისცა, რომ სხდომის აუდიო-ვიდეო ჩაწერა მოახდინოს.
ამავე თემაზე:
ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ დაესწრება
დასავლეთს ექნება უმკაცრესი რეაგირება - ექსპერტების შეფასება მელიას შესაძლო დაკავებაზე
თუ საქართველოს სურს, უფრო დაუახლოვდეს დასავლეთს, უნდა შეწყვიტოს ოპოზიციის დაპატიმრება - პავილიონისი
იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც კლანი უბრძანებს - არასამთავრობოები მელიას მოსამართლეზე
ერთპარტიული პარლამენტის აჩრდილი აედევნა საქართველოს - იან კელი მელიას საქმეზე
ვინ (არ) დაუჭირა მხარი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას - სრული სია