"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ქვეყანაში ავტოკრატია დამყარდა. მისი თქმით, ნიკა მელიასთვის გამოტანილი განაჩენი არა პატიმრობა, არამედ ტყვეობაა.
"ჩვენ შევედით ავტოკრატიაში, მოსამართლე ჩახნაშვილი არის ოცნების პროპაგანდის რუპორი, ის არის აღმასრულებელი იმისა, რაც იგეგმება ქართულ ოცნებაში. ქართული ოცნება, ერთპარტიული პარლამენტიდან გადადის ავტორიტარიზმში, ამის შემდეგ სამართლებრივი მსჯელობა, რაღაც ინსტიტუციებზე საუბარი და ასე შემდეგ, ეს არის ეფემერა, დამთავრდა ხალხო", - თქვა ბექა ბასილაიამ.
მისი განცხადებით, ნიკა მელია დააკავეს იმის გამო, რომ 30 000 ლარი არ შეიტანა ანგარიშზე.
"ამის შემდეგ ნებისმიერ საქამეზე, სადაც იქნება პოლიტიკური ინტერესი, იქნება ტყვეობა, ეს არ არის პატიმრობა, ეს არის ტყვეობა", - თქვა მან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიასთვის გირაოს ნაცვლად, პატიმრობის შეფარდების თაობაზე.