ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გაბედოს ძალადობრივი მეთოდების გამოყენება. განცხადება ენმ-ს ოფისში საგანგებო ბრიფინგზე, ნინო ბურჯანაძემ გააკეთა:
არ გაბედოს ხელისუფლებამ, არ გაბედოს ძალისმიერი მეთოდის გამოყენება. მსოფლიო ისტორიაში შევა როგორც ბარბაროსი ხელისუფლება იმიტომ, რომ ჯერ არ ყოფილა ისტორიაში გირაოს გადაუხდელობის გამო, პარტიული ოფისი დაერბიათ და პარტიის ლიდერი ძალადობრივად აეყვანათ, ან მცდელობა ჰქონოდათ ძალდობრივად აყვანის რომელიმე ქვეყანაში" ამბობს ნინო ბურჯანაძე.
შეგახსენებთ ,თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიასთვის გირაოს ნაცვლად, პატიმრობის შეფარდების თაობაზე.