დაიწყებენ გაფრთხილებთ, თუმცა არც ისაა გამორიცხული პირდაპირ დაიწყონ ოპერაცია - ადვოკატი პროცედურებს განმარტავს

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიას ადვოკატი ვარაუდობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად ჯერ პოლიციის წარმომადგენლები ენმ-ს ოფისში მივლენ და განჩინებას ჩააბარებენ, სადაც განსაზღვრული იქნება ვადები, თუმცა, საძაგლიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ სამართალდაცმველებმა ამ პროცედურაზე უარი თქვან და პირდაპირ, ძალის გამოყენებით დაიწყონ ოპერაცია:

დაიწყებენ გაფრთხილებთ, მოვა პოლიციის წარმომადგენელი, ჩაგვაბარებს განჩინებას და განსაზღვრავს ვადას, თუმცა არც ისაა გამორიცხული პირდაპირ დაიწყონ ოპერაცია - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.

ადვოკატის თქმით, სამართლებრივად, იმ წუთიდან, რაც გამოცხადდა სასამართლოდ გადაწყვეტილება, სამართალდამცველებს ვალდებულება აქვთ აღასრულონ ეს გადაწყვეტილება და არც რაიმე სპეციალური ვადა არსებობს, თუცა სასამართლოს შემდგ თითქმის 9 საათია გასული.

შეგახსენებთ, "მთავარის" ინფორმაციით", შსს ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა. პარალელურად, ენმ-ს ოფისში იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები, თავად ნიკა მელია, სამოქალაქო აქტივისტები და ადვოკატები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი