კობახიძე: "გახარიას ჰქონდა განსხვავებული პოზიცია [მელიაზე], არგუმენტები ვერ მოვისმინეთ"

გამოქვეყნდა:

"ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას სპეციალურ ბრიფინგზე ეხმიანება. 

"სამწუხარო, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. გუნდში იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია. არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ვერ მოვისმინეთ", - თქვა კობახიძემ. 

მისივე აზრით, კანონის სათანადოდ არაღსრულება ხელს შეუწყობს პოლარიზაციას. გიორგი გახარია კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება გააღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს. 

"ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული ახალი პოლიტიკური გუნდის ფორმირებაზე. მოვუწოდებთ ნიკანორ მელიას, დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზურნველყოფს მის დაპატიმრებას"

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათავალისწინებულ უმოკლეს ვადებში".

"სავარაუდოდ, უკვე ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერმინისტრობის კანდიდატი", - თქვა კობახიძემ.

იხილეთ ბოლო მოვლენები: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი