ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი, Twitter-ით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება და მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.
"საქართველო ახლა გზაგასაყარზეა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობები საფრთხეშია. ყველა - ისე, როგორც მმართველი ძალა, ასევე, ოპოზიცია - უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს და დაიწყოს დიალოგი ეროვნულ ერთობაზე. ისინი ატარებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე", - წერს კუბილიუსი.
იხილეთ უცხოელი პარტნიორების გამოხმაურებები: