ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა, საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებსა და ნიკა მელიას წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას Twitter-ზე ეხმიანება.
"შეშფოთებული ვარ საქართველში მიმდინარე მოვლენების გამო, ქვეყანა, რომელიც მაგალითს უწესებდა სხვებს, ახლა მის ტურბულენტურ 90-იანების წარსულს უბრუნდება. მიუღებელია ოპოზიციონერი ლიდერის, ენმ-ის თავმჯდომარის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება", - წერს ფოტიგა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება გადაიდო. ამასთან, გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა.
აქვე იხილეთ: