თამარ ჟვანია არ გადამდგარა - ცესკო გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩვენო კომისიის განცხადებით, თავმჯდომარე თამარ ჟვანია არ გადამდგარა. მათივე განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და ამ თემაზე დამატებითი განცხადება უწყებაში გაკეთდება. 

თემაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, ჩვენთვის, ასევე, უცნობია იმყოფება თუ არა თამარ ჟვანია სამსახურში.

"არ გადამდგარა და მსგავსი ინფორმაცია საიდან გავრცელდა არ ვიცი, არ ვარ სამსახურში მაგრამ შემიძლია გითხრათ - არ გადამდგარა", - თქვა პრესსამსახურმა, ნათია ლეშკაშელმა.

ჟვანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგი უგულავამაც.

ოპოზიციაში ამ თემაზე უკვე გაკეთდა კომენტარები, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ახლა თამარ ჟვანაის გადადგომა კრიზისს ვერ მოაგვარებს და არ ცვლის იმ ვითარებას, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. ოპოზიცია ამბობს, რომ მათი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების შესახებ უცვლელი დარჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი