მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ზურაბ ბიგვავა Facebook-ზე გიორგი გახარიას მხარდაჭერას უცხადებს და წერს, რომ საკრებულოში "ქართული ოცნების" უმრავლესობას ტოვებს.
როგორც ბიგვავა განმარტავს, გახარიას გადადგომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი "ქართულ ოცნებაში" არასწორი საკადრო პოლიტიკა იყო. მისივე თქმით, გახარიამ პრემიერმინისტრობის პოსტიდან წასვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
"გიორგიმ [გახარიამ] მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ის გადადგა. ამ გადადგომისკენ მას უბიძგა იმ მდგომარეობამ და რეალობამ, რაც შეიქმნა ქართული ოცნების გუნდში, წერტილი. სამწუხაროდ, გიორგი გახარიას გადადგომის შედეგი, არის 2012 წლიდან მოყოლებული ქართული ოცნების არასწორი საკადრო პოლიტიკის, რომელიც იყო დაფუძნებული "დავით საგანელიძისეულ საკადრო სამჭედლოზე" და ნამდვილი, თუ არა ნამდვილი პირების ზეობაზე. მე ვამაყობ, გახარიასთან ახლო ურთიერთობით და ის ყოველთვის დარჩება ჩემს მეგობრად. ჩემი მხარდაჭერა შენ მეგობარო. მე ვტოვებ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქართული ოცნების უმრავლესობას",-წერს ზურაბ ბიგვავა.
შეგახსენებთ, გორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა გუშინ, 18 თებერვალს დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" მის შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა, რომელსაც პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე, დღეს წარადგენენ.