"ღარიბაშვილის მეორე ერა დაიწყო" - დაკავებული და გათავისუფლებული აქტივისტები

გამოქვეყნდა:

ლელოს 5 წევრი, რომლებიც პარლამენტის მიმდებარე ტრიტორიაზე დააკავეს, უკვე თავისუფლები არიან. როგორც შსს-ს დატოვებისას მათ თქვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პირველივე დღეს აამოქმედა რეპრესიული მანქანა და განსხვავებული აზრის დევნა დაიწყო.

ლელოს წევრები რუსთაველის გამზირზე სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებას აპროტესტებდნენ და წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა და დააკავა.

ლელოს წარმომადგენლებამდე კი შსს დატოვეს იმ სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც ასევე რუსთაველის გამზირზე, კარვის გაშლის მცდელობისას დააკავეს. გათავისუფლებულია გიორგი მუმლაძეც.

სამოქალაქო აქტივისტები ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს. მათი დაკავების მიზეზად კი პოლიცია დაუმორჩილებლობა დაასახელა. სულ 19 აქტივისტი იყო დაკავებული.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი