BBC-ს ინფორმაციის თანახმად, ისრაელი ლოქდაუნის შეზღუდვებს ამსუბუქებს მას შემდეგ, რაც კვლევებმა აჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინა 95,8%-ით ეფექტურია ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის თავიდან ასარიდებლად. ვაქცინა ასევე ეფექტურია გაციების და სუნთქვის პრობლემების საწინააღმდეგოდ.
დღეიდან მაღაზიები, ბიბლიოთეკები და მუზეუმები იხსნება, მაგრამ სოციალური დისტანცია და ნიღბები ძალაში რჩება. ჯანმრთელობის მინისტრის აზრით, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ ცხოვრებას.
ისრაელს ყველაზე მაღალი ვაქცინაციის მაჩვენებელი აქვს. 49%-ზე მეტმა ადამიანმა მინიმუმ ერთი დოზა უკვე მიიღო.
შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, ხალხს შეუძლია როგორც დიდ მოლებში შოპინგი, ასევე ზოოპარკში წასვლაც. ასევე იხსნება სპორტდარბაზები, სასტუმროები და სინაგოგები. მოქალაქეებს მოეთხოვება ე.წ. "მწვანე პასპორტი", ეს არის სერტიფიკატი, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ გასცემენ და მისი გამოყენება შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში.
შესაძლებელია ჩატარდეს კონცერტები და სპორტული ღონისძიებებიც. 300 ადამიანს შეუძლია შიდა სივრცეში შესვლა და 500-ს გარეთ ყოფნა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიხედვით, ის ელოდება, რომ შემდეგი 2 კვირის განმავლობაში 50 წელს ზემოთ ადამიანების 95%-ს გაუკეთდება ვაქცინა.
თუმცა შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად აეროპორტები შემდეგი ორი კვირის განმავლობაში იქნება დაკეტილი.
ამავე თემაზე:
ისრაელში შექმნილი COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი 95%-ით ეფექტურია