პარლამენტთან, აქციაზე 5 პირია დაკავებული - შსს

გამოქვეყნდა:

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე, რომელსაც სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, 5 პირია დაკავებული.

ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დააკავებული, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცნობისთვის, სამოქალაქო მოძრაობა "სირხცვილიას" პარლამენტის წინ აქცია "კარავი 1921" ჰქონდა დაგეგმილი და სიმბოლურად კარავი უნდა გაეშალა. სამართალდამცველებმა კი აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლება არ მისცეს, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით აქტივისტებმა პარლამენტის წინ მინი-კარავი დადგეს, რომელზეც გავრილოვის ფოტო იყო დამაგრებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი