ოპერაცია მაღალ დონეზე ჩატარდა, ამაყი ვარ - გომელაური ბადრი ესებუაზე

გამოქვეყნდა:

შს მინისტრობის კანდიდატი არ აღიარებს, რო ბადრი ესებუას დაკავების რამდენიმე ოპერაცია წარუმატებელი იყო. როგორც გომელაური კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ამბობს, ის "ამაყი წამოვიდა", რადგან  ამ ოპერაციებისას არავინ დაშავებულა.

ეს არ იყო ჩავარდნილი ოპერაცია. ოპერაცია იყო მაღალ დონეზე ჩატარებული, მე თვითონ მაქ ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობა მიღებული და კარგად ვიცი ეგ საქმე - ამბობს გომელაური.

მეტი დამაჯერებლობისთვის, მინისტრობის კანდიდატმა ელისაშვილს დასმულ კითხვაზე პასუხისას ისიც უთხრა, რომ 10 ანტიტერორისტული კურსი აქვს გავლილი უცხოეთში.

ამაყი ვარ რომ არც ერთი ადამიანი არ დაშავდა. დაკავებული არ არის, ეს მეორე თემაა. ოპერატიული სამსახური მუშობს - ამბობს გომელაური.

შსს ბადრი ესებუას 4 თვეა ეძებს. თავდასხმა საქართველოს ბანკის ფილიალზე 21 ოქტმობერს მოხდა. შეიარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი