"ქართული ოცნების" წევრმა, ელისო ბოლქვაძემ, პრემიერმინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს კითხვით მიმართა კულტურულ დიპლომატიასთან დაკავშირებით.
"გილოცავთ პრემიერმინისტრობას, დარწმუნებული ვარ, თქვენი მოღვაწეობა იქნება ძალიან ეფექტური. ჩემი კითხვა ასეთია - გაქვთ წარმოდგენილი, თუ როგორ შეიძლება ავამუშავოთ კულტურული დიპლომატია და გვაქვს თუ არა რესურსები ამისთვის?", - ამბობს ბოლქვაძე.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებასა და მისი კაბინეტის წევრებს პარლამენტი კენჭს დღეს, 22 თებერვალს უყრის.