თანამედროვე ბოლშევიკები სააკაშვილები, გვარამიები, მელიები... ვერაფერს დააკლებენ ქართულ სახელმწიფოს - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ოპოზიციის ლიდერებს, საქართველოს მესამ პრეზიდენტსა და "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას "თანამედროვე ბოლშევიკებს" უწოდებს. მისი თქმით, დადასტურდა, რომ ისინი ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ.

"დღეს, 23 თებერვალს წითელი არმიის დღეს წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები, მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნიტო ჩხეიძეები, ირაკლი ოქრუაშვილები ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ", - თქვა მან.

მან შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიცის მადლობა გადაუხადა, რადგან მისივე აზრით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია "სანიმუშოდ, ძალის გადამეტების გარეშე" ჩატარდა.

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი