ჩემი ვიზიტით ჩემს დამოკიდებულებასაც გამოვხატავ-ომბუდსმენი ნიკა მელიასთან შედის

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის ციხეში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან შესახვედრად მივიდა. 

"მინდა პირადად მოვისმინო მისგან მისი მდგომარეობის თაობაზე და რა თქმა უნდა, ამ ჩემი ვიზიტითაც ამ  გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას მის დაკავებასთან დაკავშირებით... მიმაჩნია, რომ მისი წინასწარი პატიმრობა, როგორც აღკვეთი ღონისძიების სახე არ იყო დასაბუთებული და მიმაჩნია, რომ მის დაკავებაში პოლიტიკური მდგენელი აჭარბებს სამართლებრივ მდეგენლს. აქედან გამომდინარე მე ჩემს სოლიდარობას ამ ფორმით გამოვხატავ მის მიმართ...- ამბობს ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის თქმით, ოპოზიციური პარტიის წარმომნადგენელბის მხარდაჭერაში სამარცხვინო არაფერია. მან ამით "ქართული ოცნების" მხრიდან, მასზე მიტანილ იერიშს კიდევ ერთხელ უპასუხა:

"ვერანაირ სამარცხვინოს იმაში ვერ ვხედავ, რომ სახალხო დამცველმა დაიცვას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. მე უფრო ის მიკვირს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა არ იციან, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მერამდენე მოწვევის წევრია ბატონი ვოლსკი - მან არ იცის საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი და აბსოლუტურად არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებს...", - თქვა ნინო ლომჯარიამ 

ლომაჯრია ასევე ამბობს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში დააყენებდნენ საკუთარი სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხს. 

შეგახსენებთ,რომ ნიკა მელია დღეს დილით სპეცრაზმა "ენმ"-ის ოფისზე შტურმის შემდეგ დააკავა. 

მასალა განახლებადია 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი