საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ეხმაურება და წერს, რომ ნიკა მელიას დაკავებით შეშფოთებულები არიან.
"ჩვენ შეშფოთებული ვართ ნიკა მელიას დაპატიმრებით საქართველოში და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ თავიდან აიცილონ ესკალაცია და დაბრუნდნენ მოლაპარაკებებზე ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად", - წერს ის.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმის შესვლას და ნიკა მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება და კრიტიკა. პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიწყოს მოლაპარაკებები და განმუხტოს ქვეყანაში შექმნილი ვითარება. ამავე თემაზე: