სამხარაძის აზრით, საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის აზრით, საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რიბილი იყო. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ყველა ქვეყანაში იქნებოდა შეშფოთების საფუძველი.

"საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია, იქიდან გამომდინარე რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი აღმოჩნდა ციხეში, და ეს რა თქმა უნდა ყოველთვის და ყველა ქვეყანაში იქნება შეშოფთების საფუძველი, თუმცა უნდა ხაზი გავუსვათ ერთ რამეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერების სხვა განვითარებულ ქვეყნებში ასე არ იქცევიან, როგორც საქართველოში. ამიტომ ეს კრიტიკა იყო მოსალოდნელი, ეს კრიტიკა, პრინციპში, ჩვენთვის ნაწილობრივ მისაღებიც შეიძლება იყოს", - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.

მისი თქმით, დიალოგი სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ მომავალში ოპოზიციური პარტიების ლიდერები ასე არ იქცეოდნენ და ეს კრიტიკა აღარ იყოს.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმის შესვლას და ნიკა მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება და კრიტიკა. პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიწყოს მოლაპარაკებები და განმუხტოს ქვეყანაში შექმნილი ვითარება. ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი