
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, პოლიტიკურ პროცესებზე საერთაშორისო პარტნიორების შეფასებიბი ძირითადად კონსტიტუციისა და კანონის დაცვას ეხება. როგორც თურნავა ამბობს, მმართველი გუნდი და საერთაშორისო პარტნიორები ამ საკითხში ერთიანია.
"დასავლეთიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების, ნებისმიერი გაფრთხილება, ნებისმიერი რჩევა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა რასაც ჩვენ ვისმენთ მათგან, აქ არის მხოლოდ და მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ კანონი უნდა კანონობდეს, კონსტიტუცია უნდა დავიცვათ ყველამ და ჩვენც აქ ერთიანები ვართ",- თქვა თურნავამ.
მისი თქმით, დიალოგი სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ მომავალში ოპოზიციური პარტიების ლიდერები ასე არ იქცეოდნენ და ეს კრიტიკა აღარ იყოს.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმის შესვლას და ნიკა მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება და კრიტიკა. პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიწყოს მოლაპარაკებები და განმუხტოს ქვეყანაში შექმნილი ვითარება.
ამავე თემაზე: