შესაძლოა, საქართველოს მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა შესუსტდეს - აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი

გამოქვეყნდა:

საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი Twitter-ზე წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრემიერმინისტრი, რომელიც ოპოზიციას ტერორისტებს უწოდეს, თანამდებობაზე დარჩება და ნიკა მელია პატიმრობაში დარჩება, შესაძლოა საქართველოს მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა შესუსტდეს.  

"როდესაც პრემიერმინისტრი პოლიტიკურ ოპოზიციას "ტერორისტებს" უწოდებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას პროპორციების აღქმა საერთოდ არ შეუძლია. თუ კი ის პრემიერობის თანამდებობაზე დარჩება, ხოლო ოპოზიციის ლიდერი, მელია კვლავ პატიმრობაში იქნება, შესაძლოა საქართველოს მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა შესუსტდეს, რაც ალბათ, ქვეყანას გარეგანი ზეწოლისგან დაუცველს დატოვებს",-წერს უილიამ კორტნი.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმის შესვლას და ნიკა მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება და კრიტიკა. პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიწყოს მოლაპარაკებები და განმუხტოს ქვეყანაში შექმნილი ვითარება.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი