ნიკა მელიას დაპატიმრება პოლიტიკურად არის მოტივირებული- Amnesty International

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო ორგანიზაცია "Amnesty International"-ი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება. ორგანიზაცია მომხდარს პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოვლინებას უწოდებს. 

"მისი დაკავება, მითუმეტეს ძალადობრივად და სანამ აპელაცია იქნებოდა განხილული, მიუთითებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უგულებელყოფაზე, ისევე, როგორც იმაზე, რომ დაპატიმრება პოლიტიკურად არის მოტივირებული", - წერია სტატიაში.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ  ნიკა მელიას გარდა 20 ადამიანი დააკავეს, ხოლო პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. 

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმის შესვლას და ნიკა მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება და კრიტიკა. პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიწყოს მოლაპარაკებები და განმუხტოს ქვეყანაში შექმნილი ვითარება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი